მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის აღსადგენად მინიმუმ $600 მლრდ იქნება საჭირო - შმიჰალი

62626bd62a21a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.22 12:51
1107
ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის მინიმუმ 600 მლრდ დოლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ Spring Meetings 2022-ზე განაცხადა. ინფორმაცია სამთავრობო პორტალზე ვრცელდება.

შმიჰალმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ უკრაინის და უკრაინული ეკონომიკის განადგურების გეგმის შესახებ მოუყვა და უკრაინისთვის მოკლევადიანი დაფინანსების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„დაბლოკილია პორტები, დარტყმები ქარხნებზე ხორციელდება, ცდილობენ თესვის პროცესის შეფერხებას, ქალაქები ნადგურდება. ზარალი უკვე 500 მლრდ დოლარს შეადგენს. მშპ მიმდინარე წელს, შესაძლოა, 30-50%-ით შემცირდეს.

უკრაინას გადარჩენისთვის პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ასეთი მოკლევადიანი დახმარების მოცულობა შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 4-5 მლრდ დოლარია“, - განაცხადა შმიჰალმა.

მისივე სიტყვებით, ასეთი მხარდაჭერის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს IMF-ში ემიტირებული სესხის სპეციალური უფლებები. უკრაინის მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს თავისი სესხის სპეციალური უფლებების 10%-ის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს, რაც ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის შესაძლებლობას მისცემთ. დღეისთვის ამ გზით კანადის მთავრობამ უკრაინისთვის 1 მლრდ კანადური დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმის შესახებ ისაუბრა.

"გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენა მინიმუმ 600 მლრდ დოლარი იქნება საჭირო. ასეთი რეკონსტრუქცია მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენას კი არ მოიცავს, არამედ ახალი ეკონომიკის და ახალი ევროპული ინსტიტუტების განვითარებასაც გულისხმობს“, - აღნიშნა დენის შმიჰალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები