უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა, NABU-მ და SAPO-მ დრონების შესყიდვასთან დაკავშირებული კორუფციული სქემა გაშიფრეს.
წარმომადგენლების განცხადებით, სკანდალური გარიგება რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტს შეეხებოდა. მონაწილე მხარეები დრონებისა და ელექტრონული საომარი სისტემების შესყიდვების თითო კონტრაქტიდან 30%-ის წილებს გაიყოფდნენ.
სააგენტოებმა კორუფციულ გარიგებაში ბრალი ერთ კანონმდებელს, ორ დაბალი რანგის თანამდებობის პირსა და და ეროვნული გვარდიის რამდენიმე წარმომადგენელს დასდეს. უკრაინის პოლიციამ 4 ადამიანი უკვე დააკავა.
ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და კორუფციული გარიგება “სრულიად ამორალურად” შეაფასა. მან სააგენტოებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა, განსაკუთრებით ომის დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რადამ NABU-სა და SAPO-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება 2 დღის წინ აღუდგინა.




























