მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება

სამმხრივი შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა აბუ-დაბიში მოლაპარაკებების გამართვის მზაობა გამოხატა. პროცესში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ტექნიკური ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მთავარი მიზანი კი მხარეებს შორის დეესკალაციის პირველადი ნაბიჯების შეთანხმება და ლიდერების დონეზე სამმხრივი სამიტის ფორმატის მომზადება იქნება.

კიევის მოლოდინით, დელეგაციების სამუშაო შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ვაშინგტონის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. ზელენსკის განმარტებით, თარიღის საბოლოო დაზუსტება აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ მოხდება. მოლაპარაკებების დღის წესრიგი კი ენერგეტიკულ სექტორსა და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას, სამხედრო ტყვეების გაცვლას, უკრაინელი ბავშვების დაბრუნებასა და უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში დაგეგმილ ფორმატს წინ უსწრებდა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტიორეს სატელეფონო კომუნიკაცია კრემლის ლიდერთან, სადაც ევროპულმა მხარემ მოსკოვს პარტნიორების საერთო პოზიცია გააცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები