დღეს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მარში გაიმართა. სოლიდარობის მარში უკრაინის დამოუკიდებლობის 34 წლის თავს მიეძღვნა.
მარშის მონაწილეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და შემდგომ, მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტის 270-ე დღეა.




























