მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის დასახმარებლად საავიაციო საქველმოქმედო აქცია დაიწყო

62264c4456237
სალომე ჭიპაშვილი
08.03.22 00:15
1602
უკრაინის დასახმარებლად საავიაციო საქველმოქმედო აქცია დაიწყო. როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, კანადის მთავრობის მრჩეველმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინიდან დევნილებს გადაადგილება შეუმსუბუქონ, ამიტომაც მისი ინიციატივით სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

„მე თვითონ დევნილი ვარ და ვიცი ეს რასაც ნიშნავს. გვინდოდა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, გაგვემარტივებინა გადაადგილება როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. რამდენიმე ავიაკომპანიამ უკვე გამოყო უფასო და იაფიანი ავიაბილეთები და სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

მისივე თქმით, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით 100 ათასი უფასო ავიაბილეთი გამოყო, ხოლო საქართველოსა და დუბაის მიმართულებით ბილეთის შეძენა 30 ევროდ არის შესაძლებელი. პოლონურმა ავიახაზებმა მათთვის 500 ბილეთის კოდი გამოყო, რომლის დამთავრების შემდეგ კიდევ დამატებითი ავიაბილეთების გამოყოფა მოხდება.

„შეიძლება არის რამდენიმე ავიაკომპანია, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობაა მოემსახუროს რუსეთის ბაზარს და გაზარდოს მოგება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წლის ომის დროს უკრაინელები ჩვენს გვერდით იდგნენ და ახლა გვმართებს სწორად მოქმედება“ - განაცხადა ვერა ქობალიამ.

უკრაინის დასახმარებლად საავიაციო საქველმოქმედო აქცია ორი თვე გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები