მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ეკონომიკა 29.2%-ით შემცირდა

641176cae258b
გიორგი თოლორდავა
15.03.23 12:12
667
უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 29.2%-ით შემცირდა, რაც გაცილებით უკეთესი შედეგია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც გასულ წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 35%-ით შემცირებას ელოდნენ.

ყველაზე დიდი ზიანი, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, გზებსა და შენობებს მიადგა. ჯამში ინფრასტრუქტურული ზიანის მოცულობა 150 მილიარდ დოლარს აღწევს.

აგრეთვე მკვეთრადაა შემცირებული საინვესტიციო აქტივობა და FDI-ს მოცულობაც.

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, წლიური ინფლაციის დონე 27%-ის ფარგლებშია; ცენტრალური ბანკის ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი კი 25%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები