მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის მომავალი "ნატოშია" - ნატო-ს სამიტის კომუნიკე

64adaa7d97052
ალა ისპირიანი
11.07.23 22:22
482
უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე , - ამის შესახებ ნათქვამია ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კომუნიკეში.

“სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე.

მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას და განიხილავენ უკრაინის პროგრესს თავსებადობის კუთხით, ისევე როგორც დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების კუთხით, რომლებიც საჭიროა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს.

ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”,- აღნიშნულია კომუნიკეში. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკეს ტექსტში უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადა არ წერია. აღნიშნულზე ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგ თქვა, რომ ვადა არცერთი სხვა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არ დასახელებულა.  

ნატო-ს სამიტის კომუნიკეში საუბარი იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზეც, სადაც წერია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს რეფორმებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები