მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის ეროვნული ბანკი 200-გრივნიანი კუპიურების დიზაინი ომის 4 წლისთავზე განაახლა

200-გრივნიანი კუპიურა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა 200-გრივნიანი ბანკნოტების ვიზუალური ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული ინფორმაციით, კუპიურებზე, რომლებიც მიმოქცევაში 2026 წლის 25 თებერვლიდან ჩაეშვება, გამოჩნდება ახალი წარწერა “დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!”, რაც პირდაპირაა კავშირში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 4 წლის თავთან. ანალიტიკოსების შეფასებით, ბანკნოტზე პატრიოტული სლოგანის გამოჩენით ოფიციალურ კიევს მოსახლეობის მორალური მდგრადობისა და ეროვნული წინააღმდეგობის სიმბოლოების ყოველდღიურ ფინანსურ ტრანზაქციებში დამკვიდრება სურს. აღსანიშნავია, რომ უშუალო მომხმარებლებს, იურიდიულ პირებსა და მოქალაქეებს ძველი კუპიურების ახლით ჩანაცვლების ვალდებულება არ დაეკისრებათ და წინა წლებში გამოშვებული 200-გრივნიანი ბანკნოტების ჩვეულებრივ გამოყენება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, 2026 წლის 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. ქვეყანა მძიმე ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ასევე სერიოზული სამხედრო დანაკარგების ფონზე მაინც ახერხებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და არაპროვოცირებულ კონფლიქტში თავის დაცვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები