მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევისთვის ემზადებიან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელეს, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინის 3 მლრდ დოლარის მხარდაჭერას გამოუყოფს, საიდანაც 350 მილიონს ქვეყანა მომდევნო კვირებში მიიღებს, რასაც დამატებით კიდევ 200 მილიონი მოჰყვება.
რაც შეეხება სავალუტო ფონდს, როგორც IMF-ში ამბობენ, რომ უკრაინის მოთხოვნას გადაუდებელი დაფინანსების შესახებ სწრაფ რეჟიმში განიხილავენ და უკრაინისთვის ივლისამდე 2.2 მილიარდი დოლარის დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი.
„ჩვენ ღრმად ვართ შოკირებული და დამწუხრებული იმ დამანგრეველი ადამიანური და ეკონომიკური ზარალით, რაც უკრაინაში ომმა მოიტანა. ადამიანები იღუპებიან, ზიანდებიან და იძულებულნი არიან გაიქცნენ; ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ შემზარავი მოვლენების დროს“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.




























