მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის სახელმწიფო ვალმა $169 მილიარდს გადააჭარბა

უკრაინის პასპორტი

2025 წლის თებერვლის ბოლოსთვის უკრაინის სახელმწიფო ვალის მოცულობა $169.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 2.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ამ დიდი რიცხვის უკან ომი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, თავდაცვის დაფინანსება და ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის მცდელობა დგას. უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ვალის ზრდას ობიექტური მიზეზებით ხსნის, მათ შორისაა ომი, შეზღუდული რესურსები და სახელმწიფოს ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსები.

უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის ამოვსება საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული სესხებით და გრანტებით ხდება. ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სავალუტო ფონდი — უკრაინის დონორებს შორის, უმეტესწილად, სწორედ ამ ქვეყნებს და ორგანიზაციებს ვხვდებით. უკრაინას ასევე უწევს ძველი ვალის გადახდა ახალი ვალის ხარჯზე, რაც კლასიკური „ვალის წრეზე სიარულის“ მაგალითია.

უკრაინის მიერ სახელმწიფო ვალის აღებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, ესენია თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის აღდგენა, სოციალური მხარდაჭერა და ძველი ვალის მომსახურება. ბიუჯეტის დიდი ნაწილი ისევ ბრძოლას, ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ომით დაზარალებული პირების, მათ შორის დევნილების, პენსიონერების და SME-ების მხარდაჭერას.

უკრაინის სახელმწიფო ვალის 60% გარე ვალია, რომელიც ქვეყანამ IMF-ისგან, მსოფლიო ბანკისგან, EBRD-ისგან და სხვა მსგავსი სუბიექტებისგან ისესხა, რაც, თავის წილ, საყურადღებოა სავალუტო რისკების კუთხით, რადგან ვალუტის გაუფასურება ვალის რეალურ ღირებულებას გააძვირებს. უკრაინის სახელმწიფო ვალის დარჩენილი ნაწილი შიდა ვალია, რომელიც ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციებში არის კონცენტრირებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამხედრო ობლიგაციებიც.

უკრაინის საგარეო ვალი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ტვირთი — ის ასევე არის გეოპოლიტიკური პარტნიორობის საზომი, ომის ხანგრძლივობის ინდიკატორი და ქვეყნის მომავლის წონის აღმრიცხველი რუკა. შედეგად, რჩება კითხვები: რამდენად მდგრადია ეს სქემა და რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ამ წნეხის შესამცირებლად?

როგორც ჩანს, უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე. როგორც ვხედავთ, შესაძლოა, გაიზარდოს დაფინანსებაში გრანტების წილი, გაძლიერდეს ეკონომიკური აქტივობა და გაფართოვდეს საგადასახადო ბაზა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საგარეო დახმარებაზე და მათ შორის საგარეო ვალზე უკრაინა უარს ვერანაირად ვერ იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში, ბიუჯეტი კოლაფსს განიცდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები