რუსეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მარაგების მფლობელი და მწარმოებელი ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე ათობით მასშტაბური გადასამუშავებელი ობიექტი მდებარეობს, რომლებიც ქვეყანას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგორესურსით ამარაგებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევმა აქტიურად დაიწყო ამ ობიექტების დაბომბვა. 6 ივლისს, ქვეყნის საზღვრიდან 2,500 კილომეტრის მოშორებით ომსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიშის მიტანით მან მნიშვნელოვნად დააზიანა ის უკანასკნელი რუსული საწარმოც, რომელიც აქამდე ხელშეუხებლად მიიჩნეოდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში, კიევმა შეძლო და 10-ვე უმსხვილეს ობიექტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. რიგ შემთხვევებში დარტყმები განმეორებითი იყო. სიაში ვხვდებით ისეთ საწარმოებს, როგორებიცაა სიდიდით მე-2, კირიშის საწარმო, ასევე კსტოვოს ნავთობგადასამუშავებელი ფაბრიკა, რომელიც მეტწილად საავტომობილო საწვავის წარმოებაზეა ორიენტირებული.
გთავაზობთ წლიური გამომუშავების თვალსაზრისით რუსეთში იმ 10 ნავთობსაწარმოს სიას, რომლებიც უკრაინამ უკვე დაბომბა:
- ომსკის ნავთობის საწარმო - 22 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ)
- კირიშის ნავთობის საწარმო - 20-21 მლნ ბარელი (დაიბომბა რამდენჯერმე)
- რიაზანის ნავთობის საწარმო - 17.1 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ)
- კსტოვოს ნავთობის საწარმო - 17 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ)
- იაროსლავის ნავთობის საწარმო - 15 მლნ ბარელი (დაიბომბა 2-ჯერ)
- ვოლგოგრადის ნავთობის საწარმო - 14.8 მლნ ბარელი (დაიბომბა რამდენჯერმე)
- პერმის ნავთობის საწარმო - 13.1 მლნ ბარელი (დაიბომბა ერთხელ)
- მოსკოვის ნავთობის საწარმო - 12 მლნ ბარელი (დაიბომბა 2-ჯერ)
- ნოვოკუიბიშევსკის ნავთობის საწარმო - 8.8 მლნ ტონა ბარელი (დაიბობმა ერთხელ)
- სიზრანის ნავთობის საწარმო - 8.5 მილიონი (დაიბობმა ერთხელ)




























