უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “მეგობრობის”, იგივე Druzba-ს ნავთობის მილსადენზე განხორციელებულ შეტევას უპასუხოდ არ დატოვებს. ორბანის განცხადებით, თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდა, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
ორბანის თქმით, უკრაინა “მეგობრობის” მილსადენზე დარტყმებით უნგრეთზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, თუმცა ამას ვერ მიაღწევს. “ნურავის ეგონება, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მსგავსი შანტაჟის ფონზე დათანხმდება”,- აღნიშნა, ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, აფეთქებები და მუქარები ომში მყოფ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ მოუტანს.
ცნობისთვის, გასულ კვირაში უკრაინამ ე.წ. მეგობრობის მილსადენს ორჯერ დაარტყა. შედეგად კი უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის იმპორტი დროებით შეუწყდათ. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ევროკომისიას უკრაინაზე ზეწოლის მოთხოვნითაც მიმართეს და მოითხოვეს, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე შეტევები აღარ განაგრძოს, თუნდაც ისინი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდეს.




























