მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის მთავრობამ მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოაცხადა

მიხაილ ფრიდმანი

უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმდიდრეს რუს ბიზნესმენზე, მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ ფრიდმანის ერთ-ერთი კომპანიის, ABH Holdings-ის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც კომპანია იუწყება, ამ ნაბიჯით უკრაინის ხელისუფლება ABHH-ის საკუთრებაში არსებული უკრაინული ბანკის, Sense Bank-ის ექსპროპრიაციას აგრძელებს.

კომპანიის განცხადებით, ის და მისი აქციონერები უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინის მთავრობამ, მათი შეფასებით, "დამძიმება გადაწყვიტა".

საივნესტიციო ჰოლდინგის მთავარი არგუმენტი უკრაინის მთავრობასა და ბელგია-ლუქსემბურგის ეკონომიკურ კავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეფუძნება, რომელიც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას და დაცვას მოიაზრებს. ამ დოკუმენტით, უკრაინაში ლუქსემბურგული ინვესტიციების ექსპროპრიაცია არალეგალურია და ამ წესს მხოლოდ ერთი გამონაკლისი აქვს, თუ ექსპროპრიაციას ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების მოტივებით გადაწყვეტს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია კომპანიას ზიანი სრულად აუნაზღაუროს, რაც, ABHH-ის შეფასებით, არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ მიხაილ ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $12.1 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები