NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართული 9 ლიდერის შეხვედრისას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი არ განუხილავთ.
“ამჟამად, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე არ დევს. ამერიკისა და ევროპის ლიდერების ყურადღება მეტწილად მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზეა გადატანილი,” - აღნიშნა რუტემ.
გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა მომავალში მსგავსი აგრესიის საფრთხის წინაშე აღარ დადგეს. მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება არ განიხილება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლა შეუქცევადი ამბავია.




























