უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავის შეჯახებისას სამი უკრაინელი სამხედრო მფრინავი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ქვეყნის საჰაერო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი L-39 სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს წვრთნის დროს შეეჯახა.
"ვუმძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის მტკივნეული და გამოუსწორებელი დანაკლისი ყველა ჩვენგანისთვის", - დაწერა საჰაერო ძალებმა Telegram-ში და დასძინა, რომ ავარიის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს.