მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის საელჩო საქართველოდან დროებით გაწვეული ელჩის დაბრუნებაზე განმარტებას აკეთებს

62307aa469d2a
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.22 15:44
12094
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დაადასტურა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელიც ვოლოდომირ ზელენსკის გადაწყვეტილებით იყო გაწვეული, საქართველოშია. ამასთან, კასიანოვმა განაცხადა, რომ ისინი საომარი მდგომარეობის დროს, უკრაინის დიპლომატიური სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერ გაამხელენ. 

"მოგეხსენებათ, საქართველოში უკრაინის ელჩი 1-ელ მარტს იყო გაწვეული კონსულტაციებზე; თავისი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით, ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს მთავრობას. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა უკვე სამი კვირაა, საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში.  

ომის პირობებში დიპლომატია შორდება კლასიკურ მდგომარეობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობაზე

მიუღებლად მიგვაჩნია მომხდარი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფი უმარკო მანქანით, პაპარაცის სტილში ელოდა ელჩის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში. ამ დროს ჟურნალისტები ცდილობდნენ მისთვის კითხვების დასმას.

მადლობელი ვართ რედაქტორების, რომ არ გაუშვეს ეს კადრები. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები ვართ საუბრისთვის. გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს პრესსამსახურს და ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად ყველა თქვენს მიმართვას ვუპასუხოთ", - ამბობს ანდრეი კასიანოვი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები