მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის უპილოტო დრონის თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ნავთობის კიდევ ერთი საცავი დაიწვა - მედია

ნავთობგადამმუშვაბელი

28 ივლისს დილით, რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობის საცავს უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა - წყარო ადგილობრივი გუბერნატორია.

ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა, რომ კურსკის ოლქში ნავთობის საცავზე თავდასხმის შემდეგ სამ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

მხოლოდ 2024 წლის დასაწყისიდან, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ეს ობიექტები სამიზნედ აქვს გამოცხადებული.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

რამდენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს უკრაინელმა დრონებმა რუსეთში 2024 წელს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები