მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობა, რუსეთის ომის შეჩერების უფრო ძლიერი გარანტიაა - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობა მეტ გარანტიას ნიშნავს, რომ რუსეთის ომი შესაძლოა შეჩერდეს.

მისი თქმით, Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მხოლოდ ამ კვირაში, ჩვენს ცაზე 33 რაკეტა და 311 თავდასხმის დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 136 დრონმა კი სამიზნეებს ვერ მიაღწია.

რუსეთის არმიამ, გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 550 დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საავიაციო ბომბი გაუშვა. Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს. უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები