უკრაინის დელეგაცია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმის ირგვლივ შემდგომი მოლაპარაკებების გასამართად, აშშ-ში მიემგზავრება - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg News-ი საქმეში ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ უკრაინული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან უსაფრთხოების საკითხებში უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფლორიდაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდება.
დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.




























