უკრაინული დელეგაცია, ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობის ვაშინგტონში ჩავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, დელეგაცია აშშ-ში თავდაცვის ხელშეწყობის საკითხებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და საომარი ვითარებას განიხილავს.
ერმაკის ინფორმაციით, მხარეები ასევე ისაუბრებენ რუსეთში გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაზე, აშშ-უკრაინას შორის გაფორმებულ მინერალების შეთანხმებაზე, უკრაინულ ეკლესიებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდასა და სტამბოლში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
მანამდე, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა ვაშინგტონთან თავდაცვის შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევას ცდილობს.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარება ეტაპობრივად იწურება, ტრამპი კი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტებს აღარ ადასტურებს, რის საპასუხოდაც ზელენსკიმ ვაშინგტონს ამერიკული იარაღის შესყიდვა შესთავაზა.
ამასთან, ზელენსკი ტრამპს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს, იმ შემთხვევისთვის, თუ თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ წარიმართება.




























