მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ 2 ხომალდი დღეს „ჩერნომორსკის“ პორტიდან გავიდა

62f7660b9aa99
BM.GE
13.08.22 12:49
1119
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ ორი ხომალდი დღეს ოდესის ოლქში არსებულ პორტ „ჩერნომორსკიდან“ გავიდა.

ხომალდები მზესუმზირითა და სიმინდით არის დატვირთული. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გემები უკრაინული სასურსათო პროდუქტის ექსპორტის მიზნით შავ ზღვაში შექმნილი „მარცვლეულის დერეფნის“ ინიციატივის მონაწილეები არიან.

პორტიდან შემდეგი გემები გავიდა:

ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი FULMAR S-ი, რომელიც 12 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული. ის თურქეთის ქალაქ ისკენდერუნისკენ მიემართება;

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი THOE, რომელიც 3 ათასი ტონა მზესუმზირით არის დატვირთული და ტეკირდაგისკენ მიდის.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 აგვისტოს უკრაინისკენ გაემართება ხომალდი, რათა იქ ახალი მარცვლეულით დაიტვირთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები