მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დასრულების შემთხვევაში თურქეთი ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდება

ჰაკან ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინელ კოლეგა ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მოხერხდება, ოფიციალური ანკარა ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდება.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი უნდა იყოს გარანტიები. გარანტიები ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში. ჩვენი როლი ამ საქმეში იქნება ის, რომ თუ გარიგება დაიდება, თურქეთი საზღვაო მიმართულებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მოკავშირეებთან ამ მიმართულებით საერთო ხედვა უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული." - აღნიშნა ფიდანმა.

გარანტიების გაცემაზე საუბრის პარალელურად მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ მიმდინარე კონფლიქტის პირობებშიც კი მოლაპარაკებების პროცესი უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ამჟამად ანკარა არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების პროცესშია და სხვადასხვა იდეას შუამავლებთან ერთად განიხილავს.

ცნობისთვის, თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ ომის საწყის კვირებში უმასპინძლა, თუმცა მაშინდელი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები