შავი ზღვის სანაპიროზე არსებულმა ყველაზე დიდმა რუსულმა პორტმა, ნოვოროსიისკიმ ნავთობის გატანა შეწყვიტა. აღნიშნული მოვლენა პირდაპირ უკავშირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ განხორციელებულ თავდასხმას. თავდასხმის შედეგად ნავთობის დეპო მწყობრიდან გამოვიდა.
Transneft-მა, რომელიც რუსულ ნავთობის მილებზე მონოპოლიას ფლობს, ნავთობის მიწოდება პორტის საექსპორტო ტერმინალისთვის მთლიანად შეწყვიტა.
ცნობისათვის, ნოვოროსიისკის პორტი რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისათვის კრიტიკული ჰაბია. რუსული ნავთობექსპორტის მნიშვნელოვანი წილი მასზეა დამოკიდებული.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ თავდასხმის შედეგად გაჩენილი ცეცხლი მთლიანად ლიკვიდირებულია.
თავდასხმისთანავე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა.




























