უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ უფაში Rosneft-ის ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. როგორც ირკვევა, უფანეფტეხიმისისა და ბაშნეფტ ნოვოილის ობიექტებზე იერიში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ აფეთქებების უკან სწორედ ქვეყნის შეიარაღებული ძალები იდგა. როგორც მოგვიანებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებულმა დარტყმამ მთავარ ობიექტებში ხანძარი გამოიწვია.
ორი ნავთობობიექტის დაბომბვას რუსული რეგიონის გუბერნატორიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც მათ უკრაინული დრონების მოგერიება შეძლეს, ინდუსტრიულ ზონაში კი მხოლოდ საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდა. რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ ქარხნები უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა Bloomberg-ი ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურებას ვერ ახერხებს.




























