ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული, უკრაინული დრონებით განხორციელებულმა იერიშებმა რუსეთის ნავთობგადამმუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 30%-ის მუშაობა შეაფერხა.
Reuters-ის ინფორმაციით, გასულ კვირას შეფერხებები რუსეთის 35 უმსხვილესი საწარმოდან ცხრას შეეხო. არსებული ინფორმაციით, დაზიანებული ობიექტების საერთო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 2.2 მილიონ ბარელს აღწევს, მაშინ როცა ქვეყნის პირველადი გადამუშავების სრული რესურსი დღე-ღამეში დაახლოებით 6.8 მილიონ ბარელს შეადგენს.
ბოლო იერიშების სამიზნე რიაზანის, იაროსლავლისა და ვოლგისპირეთის ობიექტები გახდა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი ქვეყნის სიდიდით მეორე, კირიშის ქარხანაშიც გაჩნდა. აღნიშნული დარტყმები მძიმე აღმოჩნდა რუსეთის ინდუსტრიისთვის, რომელიც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისედაც ვერ ახერხებს.
























