მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები, რომ ახალ კონტინენტზე შევიდეთ და ეს არის "თეგეტა" აშშ-ში - ვახტანგ კაჭარავა

63ea54d356cea
BM.GE
13.02.23 19:19
904
უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები, რომ სრულიად ახალ კონტინენტზე შევიდეთ, ეს არის აშშ, - ამის შესახებ “თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ Forbes კვირას ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველოში კეთდება ბიზნესი, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას, თავის პროფესიონალიზმს უკვე ექსპორტს უკეთებს და გადის ქვეყნის გარეთ.

„2022 წელი ალბათ ჩვენთვის ყველაზე გამორჩეული იყო იმ ნაწილში, რომ ჩვენ კავკასიაში გვაქვს წარმომადგენლობა, ძალიან წარმატებით მუშაობს სომხეთის ფილიალი, წარმატებულია ბაქოს ფილიალი, თუმცა ამ ქვეყნებს დაემატა უკვე სტანის ქვეყნები. ერთი წლის წინ გავხსენით წარმომადგენლობა უზბეკეთში, ახლა უკვე გვაქვს წარმომადგენლობა ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში.

ასევე გაერთიანებულ საამიროებში გვაქვს წარმომადგენლობა. სამწუხაროდ, ჩვენი შვილობილი კომპანია დროებით შეჩერებულია უკრაინაში. უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები, რომ სრულიად ახალ კონტინენტზე შევიდეთ, ეს არის აშშ. ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებთან, რომ უკვე იქ მივიტანოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება - "თეგეტა" ამერიკაში", - განაცხადა კაჭარავამ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ რეკორდული 2022 წელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები