გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია. გაფორმებული კონტრაქტის შესახებ განცხადება თავად გუნდმა გაავრცელა.
ქართველი მეკარის კარიერა ენფილდზე გაგრძელდება.
""ლივერპულმა" მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. ვალენსიას მეკარე 2025-26 წლების სეზონს"ენფილდზე" გააგრძელებს", - წერს ლივერპული.
"წითლებთან" ქართველი მეკარის მოლაპარაკების შესახებ ბოლო კვირებია უცხოური და ქართული სპორტული მედია აქტიურად წერს. მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ, 26 აგვისტოს გაიარა.
მამარდაშვილის ფასი
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლივერპულმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. თავად გუნდს, სატრანსფერო თანხა განცხადებაში მითითებული არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარე Transfermarkt-ის მონაცემებით მსოფლიოს ყეველაზე ძვირდ ღირებულია და მისი ფასი 45 მლნ ევროა.
ვალენსიაში მამარდაშვილი 2021 წელს დინამოდან გადავიდა. მაშინ, მისი ფასი 800 000 ევრო იყო, თუმცა, მაშინ დადებული კონტრაქტის მიხედვით, როცა მამარდაშვილი "ვალენსიას" დატოვებდა "თბილისის დინამო" ტრანსფერის 10%-ს მიიღებდა. ახალ დადებული ხელშეკრულების თანხის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, ზუსტად იქნება შესაძლებელი თქმა, რა თანხა ერგება მამარდაშვილის მშობლიურ კლუბს მისი კარიერული წინსვლის ფონზე.
გიორგი მამარდაშვილი კი, “ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს.