ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბი, მიუნხენის “ბაიერნი” ესპანური “ვალენსიის” მეკარით, გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება, - ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე რესპექტაბელური სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, “ბაიერნი” სხვა პრიორიტეტულ ტრანსფერებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ, მისი თქმით, მამარდაშვილი კლუბის სატრანსფერო სიაში 100%-ითაა გათვალისწინებული და ფეხბურთელთან კონტრაქტის პირადი დეტალების მოგვარება არ გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, გიორგი მამარდაშვილის გადმობირებით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის მილანის “ინტერი”, ლონდონის “ჩელსი” და ლონდონის “ტოტენჰემი”.
Transfermarkt-ის შეფასებით, 22 წლის გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.