მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უმაღლესი განათლება თუ ხარისხიანად მიეწოდება ადამიანს, მის განვითარებას ეხმარება" - მედეა ტაბატაძე შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე

უმაღლესი განათლება

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძე, მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციის შეფასებისას აცხადებს, რომ კვლევა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, თუმცა ბაზრის კვლევის „უმაღლესი განათლების კვოტებში” შესაძლოა გარკვეული საკითხი მყიფე იყოს.

მმართველი პარტნიორი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება, რომელიც ადამიანს ხარისხიანად მიეწოდება, მის განვითარებას ეხმარება. ხოლო, მთავრობის ინიციატივა, უნივერსიტეტებში კვოტების დაწესებასა და პროფესიულ სასწავლებლებზე გადატანაზე, ქვეყნისთვის ახალი გამოცდილებაა: "ვიწრო სპეციალობების ასათვისებლად ცუდი არ იქნება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო არჩევანი - უმაღლესი განათლების მიღების შემდეგაც შეგვეძლოს ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით ჩაბარება",- თქვა მან.

მედეა ტაბატაძის განმარტებით, უმაღლესი განათლება ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ პროფესიულ უნარებს აძლევს, ხოლო გადაწყვეტილება განათლების გაგრძელებაზე ან პროფესიების შეცვლაზე, თითოეული ადამიანის არჩევანია.

„ადრე, პროგრამირების მიმართულებით ბუმის დროსაც გაჩნდა კითხვა, რა საჭირო იყო უმაღლესი განათლება? ჩემი აზრით, განათლების გაგრძელება თუ პროფესიის შეცვლა - ადამიანის განვითარებისთვის ხელსაყრელია“, - თქვა ტაბატაძემ.

მისი შეფასებით, სიჭარბე ზოგიერთ პოზიციაზე არსებობს, განსაკუთრებით „ფრონტლაინის“ სამუშაოებში, თუმცა არსებული თანამშრომლების განვითარების პროგრამებში ინვესტიცია უფრო ეფექტური და ხარჯთეფექტურია, ვიდრე ყოველი ახალი პოზიციისთვის გარედან დაქირავება.

ტაბატაძის განმარტებით, ბიზნესისთვის ბაზრის კვლევა საშუალო ანაზღაურებების, დასაქმებულთა რაოდენობისა და პროფესიონალების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის წყაროა. ის ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდა, ინდუსტრიების დინამიკურობა და პროფესიული მოთხოვნა პირდაპირ განსაზღვრავს ანაზღაურების სენსიტიურობას: „გასული წლის მონაცემებით, საშუალო ანაზღაურებები ინდუსტრიებში გაიზარდა პირველ კვარტალში, მაღალანაზღაურებადი პოზიციები იყო დასაქმებულთა 10%-ში. ანაზღაურება ძლიერი უპირატესობაა - დამსაქმებლებს შორის კონკურენცია პროფესიონალების მიზიდვაზე და დასაქმებაზე მუდმივად ცვალებადი ხდება. სამშენებლო სექტორში, მაგალითად, მაღალი ანაზღაურებაა, მაგრამ ეს შეიძლება მესამე ან მეოთხე კვარტალში შეიცვალოს, რადგან პროფესიონალებზე მოთხოვნა ეკონომიკის მიმართულების შესაბამისად დინამიურია“, - განაცხადა მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები