მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს ისევ CU-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს - პრემიერის ბრძანება

უნივერსიტეტის დამფუძნებელი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვლავ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოცემულ ბრძანებაში წერია.

6 მარტს გამოცემული ბრძანების მიხედვით, ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე ზურაბ ორჯონიკიძე, ხოლო მდივანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, დავით ლეშკაშელი იქნება

გარდა ამისა, საბჭოს წევრებად დამტკიცებულია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი პროფესორები, ასევე, შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თამარ იოსელიანი, როგორც დამსაქმებელი, და ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჩინჩალაძე.

აღსანიშნავია, რომ CU-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე უკვე მეორედ უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები