მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უმეტესი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, ზოგიერთის - ლიკვიდაცია“ - მთავრობის გეგმები

5f8200b1283d0
თელარა გელანტია
11.10.20 00:10
1757
2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მთავრობის ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე კი საპარტნიორო ფონდია მისი მონაწილეობით შექმნილი 28 საწარმოთი, 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე გადაცემა „Forbes კვირაში“ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს.

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი გამჭვირვალობის და მდგრადობის ზრდასთან ერთად ისიც არის, რომ სამომავლოდ მათ „კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების აწევა შეძლონ“.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი სახელმწიფო საწარმოს აქციები ბირჟაზე განთავსდეს.

„მე ვერ ვიტყვი, რომ იქნება ათეულობით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საინტერესო იქნება ამ (კაპიტალის ბაზარი) თვალსაზრისით, უმეტესობის პრივატიზაცია უნდა მოხდეს, ზოგიერთის ლიკვიდაციაც უნდა მოხდეს და ეს პროცესი მიმდინარეობს. ათასამდე სახელმწიფო საწარმო იყო და ახლა მხოლოდ 300-ზე მეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები