რუსეთში დაფუძნებული უმსხვილესი კრიპტომაინინგ კომპანიის, BitRiver-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იგორ რუნეცი მოსკოვში დააკავეს.
მას ბრალად ედება გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით აქტივების გადამალვა და დოკუმენტების გაყალბებას. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენს შინაპატიმრობა შეეფარდა და ჯარიმა დაეკისრა.
ამასთან, კომპანია BitRiver-ი, რომელიც ციმბირში რამდენიმე მსხვილ მონაცემთა ცენტრს ფლობს, გაკოტრების საფრთხის წინაშეა და უკვე გადავიდა საზედამხედველო მართვის რეჟიმზე.
რუსული კომპანიისთვის პრობლემები ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყო, როდესაც აშშ-ის მთავრობამ BitRiver-ს სანქციები დაუწესა, რასაც მსხვილი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის იაპონური ბანკის, SBI-ის ბიზნესიდან გასვლა მოჰყვა.
ამ დროისთვის კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის 80%-მა კომპანია უკვე დატოვა, დარჩენილ თანამშრომლებს კი ხელფასები დაგვიანებით ერიცხებათ. მართალია, BitRiver-ის ფინანსური მდგომარეობა გასაჯაროებული არ არის, თუმცა Bloomberg-ის ინფორმაციით, ის ვალებს ვეღარ ისტუმრებს და გაკოტრებისთვის არის განწირული.



























