მიმდინარე თვეში მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. გასაოცარი შვიდეულის საერთო საბაზრო ღირებულება $2.3 ტრილიონით შემცირდა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი არის ფაქტი, რომ ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სერვისების განვითარებისთვის მიმართულ მასშტაბურ ფინანსურ ხარჯებს სკეპტიკურად უყურებენ.
ტექნოლოგიური გიგანტები ჩიპების შეძენასა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ, რაც ინვესტორების აღქმით, საკმაოდ გრძელვადიანი და რისკიანი სვლაა, რადგან ბაზარზე კონკურენცია მზარდია და ტექნოლოგიური ინოვაციების სწრაფი განვითარება და გაცილებით იაფიანი გადაწყვეტების აღმოჩენა აჩენს რისკს, რომ დანახარჯებიდან უკუგების ამოღება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაჭირდება.
ინვესტორებს არ მოსწონთ ის ფაქტიც, რომ კომპანიები ისტორიული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ნაწილობრივ საკრედიტო ვალდებულებებით აფინანსებენ, რაც კიდევ უფრო ართულებს ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური სიჯანსაღის პროგნოზირებას. Wedbush Securities-ის შეფასებით, ფინანსური დანახარჯების ზრდის გამო ბაზარზე არასტაბილურობა კიდევ მრავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
ცნობისთვის, Magnificent 7, იგივე გასაოცარი შვიდეული მსოფლიოს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს. ამ ჯგუფში Microsoft-ი, Nvidia, Alphabet-ი, Apple, Meta, Tesla და Amazon-ი შედიან. ეს კორპორაციები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანური საქმიანობა ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლდეს.




























