ევროკავშირის მიერ სანქციების მე-15 პაკეტის დამტკიცების ფონზე, უმსხვილესმა იტალიურმა ბანკმა, Intesa Sanpaolo-მ რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები სრულად შეწყვიტა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა დამოუკიდებლად მიიღო და ის მიზნად ისახავს სანქციების აღსრულების ხელშეწყობას.
Intesa Sanpaolo-ს განმარტებით, იმ რუს კლიენტებს, რომელთაც იტალიურ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, მათ ანგარიშების გახსნა ევროპულ ბანკებში მოუწევთ. ცხადია, აქ ბანკი მხოლოდ იმ კლიენტებს მოიაზრებს, რომელთაც სანქციები არ ეხებათ და ევროპული საფინანსო სისტემით სარგებლობის უფლება ჯერაც აქვთ.
ამ გადაწყვეტილების გარდა, Intesa-მ რუსეთში დაფუძნებული შვილობილი ბანკის საქმიანობის შეზღუდვის და ქვეყნიდან ეტაპობრივად გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Intesa Sanpaolo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 71 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის იტალიაში პირველ ადგილს იკავებს.