მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი აუდიტორები - EY, KPMG, Deloitte და PwC რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავენ

622604ca9ed38
გიორგი თოლორდავა
07.03.22 17:39
1973
საბუღალტრო-აუდიტორული ფირმების „დიდი ოთხეულიდან“ სამმა, კერძოდ, “KPMG”-მ, “PwC”-მ და “EY“-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრიდან გასვლისა და რუსი კლიენტების ნაწილთან მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, მეოთხე უმსხვილეს კომპანიას, “Deloitte”-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მანაც მსგავსი ნაბიჯი გადადგას.

„ომის ესკალაციის ფონზე, კომპანია “EY” მსოფლიოს არცერთი წერტილიდან აღარ მოემსახურება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს, სახელმწიფო საწარმოებს, სანქცირებულ პირებს და სუბიექტებს“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„დიდი ოთხეული“ რუსეთის მასშტაბით ათასობით კომპანიას და იურიდიულ პირს ემსახურება. “EY” ქვეყანაში 4 700 მოქალაქეს ასაქმებს; “KPMG“ – 4 500-მდე პირს; რუსეთში “PwC“-ს მიერ დასაქმებულთა რაოდენობა კი 3 700-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები