მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი ჩინური ინვესტორი კომპანიები საქართველოში

5f575d042dc3c
BM.GE
08.09.20 14:28
2640
ჩინეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი კომპანია იყო, თუმცა 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 66%-ით შემცირდა და ჯამურად $2.6 მილიონი დოლარი შეადგინა. 

საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ კომპანიებს შორის Hualing ჯგუფი და მასთან აფილირებული კომპანიები შედიან. შგახსენებთ, რომ ჯგუფი საქართველოში მართავს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, ასევე დეველოპერულ ბიზნესს, კომერციულ ბანკსა და ავიაკომპანია MyWay-ის აერთიანებს. 

უმსხვილესი ჩინური ინვესტორი კომპანიები საქართველოში (2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით):

შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD (ჰუალინგ ჯგუფი)
შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია;
შპს ელეგანტი;
შპს ვ.გ.ჰ. ჯორჯია ინვესთმენთს; 
ჩაინა თიანჩენ ინჯინიერინგ ქორფორეიშენის ფილიალი საქართველოში;
შპს საქართველო შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია ქუთაისი თიზ;
შპს გრენროუდ ჯორჯია;
შპს რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი; 
შპს კაკო;
შპს საქართველო საერთო მომსახურების კომპანია.

(საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, კომპანიები განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის რიგითობის მიხედვით არ არიან დალაგებული). 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები