მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმსხვილესი ექსპორტიორები

BM.GE
05.02.18 11:27
2581
2017 წელს საქართველოდან ექსპორტმა 2 მილიარდ 728 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მონაცემზე 29,1%-ით მეტია. 2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი კი მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.

ექსპორტი და მისი ზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდას განაპირობებს, რა თქმა უნდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და ტურიზმთან ერთად. წლიდან წლამდე საქართველოს მიერ ექსპორტირებული პროდუქცია იზრდება, თუ არ ჩავთვლით 2015-2016 წლებს. საექსპორტო პროდუქციის ტოპ ათეულიც ძირითადად ერთნაირად გამოიყურება. ბოლო პერიოდში ცვლილება ამ მიმართულებით თხილს შეეხო, რომელიც აზიური ფაროსანას გამო დღეს საექსპორტო ათეულში ბოლო ადგილს იკავებს, როდესაც მავნებლის გავრცელებამდე თხილი ნომერ მეორე საექსპორტო პროდუქტი იყო. დავუბრუნდეთ კონკრეტულ მწარმოებლებს: მაშ ასე, რას ყიდის საქართველო საზღვრებს გარეთ და რომელი კომპანიები ყიდიან ყველაზე მეტ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე:
1- ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ მხრივ „აიდიეს ბორჯომი საქართველო”. ეს არის ნატურალური მინერალური წყლების მწარმოებელი ქართული კომპანია. იგი აწარმოებს და ბაზარზე გამოაქვს ისეთი ბრენდები, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“. დღესდღეობით „ბორჯომი“ მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
2- შემდეგია სააქციო საზოგადოება RMG Copper და RMG Gold. ორივე საწარმო „რიჩ მეტალს გრუპში“ შედის და მათი ძირითადი საქმიანობაა ფერადი ლითონების, ძვირფასი ლითონებისა და ქვების წარმოება. ეს არის საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. ორივე კომპანიაში 3000-მდე ადამიანი მუშაობს.
3- ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის არის „ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის საქმიანობა: მანგანუმის მოპოვება; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება; ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოებაა. სწორედ ფეროშენადნობებს უჭირავს საექსპორტო ათეულში დრეს მეორე ადგილი.
4- უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის არის რუსთავის აზოტი, რომლის საქმიანობა: აზოტის, ქიმიური პროდუქციისა და ნედლეულის წარმოება. რუსთავის აზოტში დღეისთვის 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
5- აქვეა კომპანია „ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია“. მათი საქმიანობა: ავტომობილებით ვაჭრობაა.
6- მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგფებს შორის არ მოხვდა ტექსტილის ნაწარმით ვაჭრობა, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად სწორედ შპს „აჭარა ტექსტილი“ გვევლინება, რომლის საქმიანობა ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვა და ექსპორტია. კომპანია ნაწარმს ყიდის ევროპის ქვეყნებში.
7- უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მოხვდა კომპანია „ჯეო სპირტ პრომ”, რომელიც ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობს.
8- აქვეა „ფარმა ლოჯისტიკ”, რომლის საქმიანობა: მედიკამენტებით ვაჭრობაა. უნდა ითქვას, რომ სამკურნალო საშუალებების ექსპორტი საექსპორტო ათეულში მეხუთეა.
9- უმსხვილესი ექსპორტიორია „კავკასიან მეტალს ტერმინალიც“, რომლის ძირითადი საქმიანობა ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებებია. კომპანია ფოთის პორტთან ახლოს მდებარეობს და 100-მდე ადამიანს ასაქმებს. უნდა ვტქვა, რომ კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ამასთან საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულად რა მოცულობის ექსპორტი განახორციელეს აღნიშნულმა მწარმოებლებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები