მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის დონის რეკორდული სიმცირეა წლევანდელ წელს - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამაყობს, რომ წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონის რეკორდული სიმცირეა. სარჯველაძემ მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა.

„დასაქმების მაჩვენებელს რაც შეეხება, ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ რა ხორციელდება ამ მხრივ ქვეყანაში არის მთლიანად უმუშევრობის დონის რეკორდული სიმცირე წლევანდელ წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით აქვს სერიოზული წარმატება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი აქვს ჩვენს სამინისტროს და პირებს, ვინც ამ სექტორში მუშაობს.

2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა დაახლოებით 40 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური, მოქმედი ხელშეკრულება, მათგან 2900-ზე მეტი შშმ პირია. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტმაც გაამართლა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები