მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნაღდო დანახარჯები ავეჯსა და მოწყობილობებზე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს - თიბისი კაპიტალი

ავეჯი

თიბისი კაპიტალის უახლესი პუბლიკაციის „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ მიხედვით, 2025 წლის აპრილში უნაღდო დანახარჯები ავეჯსა და მოწყობილობებზე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.

მონაცემების მიხედვით, თიბისი ბანკის არხებით განხორციელებულ უნაღდო გადახდებში ელექტრონიკის კატეგორიაზე წლიური ზრდა 33%-ს შეადგენს. ავეჯისა და მოწყობილობების მიმართულებით კი 24%-იანი ზრდა ფიქსირდება.

პუბლიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 2023 წლის თებერვალს, როცა ელექტრონიკის კატეგორიაში უნაღდო დანახარჯებმა პიკს 51%-იან წლიურ ზრდას მიაღწია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამავე კატეგორიაში 2023 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, სადაც წლიურმა ცვლილებამ -2% შეადგინა.

რაც შეეხება ავეჯსა და მოწყობილობებს, პიკური წლიური ზრდა 42%-ით 2023 წლის იანვარში დაფიქსირდა. ბოლო სამი წლის ჭრილში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2025 წლის თებერვალში შეინიშნებოდა, როცა კატეგორიაში წლიური ცვლილება -6% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები