უნდა დაუწესოს თუ არა საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი? – bm.ge-ს ამ შეკითხვას ბიზნესმენი თემურ ჭყონია პასუხობს.
ბიზნესმენი სავიზო რეჟიმის დაწესებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა ქვეყანასთან ღია უნდა იყოს.
„მკაცრი რეგულაციების მომხრე არასდროს ვყოფილვარ. მსგავსი ფორმით სიმკაცრეს, რომ არ შემოვუშვათ - არ ვეთანხმები. უნდა ვიყოთ ყველა ქვეყანასთან აბსოლუტურად ღია, მთავარია ვინც შემოდის ის ადამიანები იმ წესებსა და რეგულაციებში მოვაქციოთ, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს.
ყველა ქვეყნიდან შემოსულმა უნდა იცოდეს, რა ცხოვრების წესი აქვს საქართველოს და მათი წესები არ უნდა იყოს დომინირებული. ინტეგრირება ნებისმიერ ქვეყანასთან ცუდი არ იქნება“, - ამბობს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა.