მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 222 274 ადამიანი შემოვიდა

63510660bc0b1
ინგა მურუსიძე
20.10.22 12:19
934
მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა. სტატისტიკური მაჩვენებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განახლდა. 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 511%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტით 36 407 ადამიანი შემოვიდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყაზბეგის მეშვეობით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შემოვიდა 39 344 ავტომანქანა, ხოლო გავიდა 43 747.

შემოვიდა 19 040 სატვირთო ავტომანქანა და გავიდა - 12 377, შემოვიდა 1 082 ავტობუსი და გავიდა - 1 055, ხოლო რაც შეეხება მოტიციკლს და ველოსიპედს, შემოვიდა 439 და გავიდა 360 ერთეული.

რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 163 316 ადამიანი შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოსკენ მოქალაქეების ნაკადმა საგრძნობლად მოიმატა, რუსეთმა ლარსზე სამხედრო პუნქტი გახსნა, საიდანაც მამაკაცებს აღარ უშვებდნენ.

საქართველოს რუსეთთან მხოლოდ სახმელეთო მიმოსვლა აქვს.