მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უნდა დავაბრუნოთ გაყიდვები იმ რელსებზე, რაც 2024 წლის მაისამდე იყო“ - „მეტროპოლი"

იმედაშვილი, მეტროპოლი

კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილის მამუკა იმედაშვილის შეფასებით, მიმდინარე წლისთვის დეველოპერული სექტორის მთავარი გამოწვევა გაყიდვების 2024 წლის მაისამდე არსებულ მაჩვენებლებზე დაბრუნება და უწყვეტობის პროცესის შენარჩუნება იქნება. როგორც იმედაშვილმა კონფერენცია „გრემოზე“ განაცხადა, თვითღირებულების ზრდის მიუხედავად, კომპანია წელს ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას აპირებს.

„სიტყვა ტურბულენცია ხშირად გვესმის და სამწუხაროდ, ჯერ ისევ გრძელდება ეს პროცესი. მიმდინარე წლისთვის ორ გამოწვევას გამოვყოფდი, პირველი რომ დავაბრუნოთ გაყიდვები იმ რელსებზე, რაც 2024 წლის მაისამდე იყო, რისი კონკრეტული სტრატეგიაც გვაქვს და რომლის მთავარი მიზანიც ახალი პროექტების დამატება და ბაზრის მეტად მოცვა იქნება. მეორე, კი ის, რომ ბიზნესის უწყვეტობის პროცესი იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ გვყავს თანამშრომლები, მობინადრეები და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მზად ვიყოთ და გვქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია იმისთვის, რომ ბიზეს პროცესები იყოს უწყვეტი.

გაყიდვების ნაწილში, იგივე ნიშნულზე რომ დავაბრუნოთ, რაც იყო, ამისთვის მნიშვნელოვანია მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს და შევთავაზოთ მათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იქნება უფრო ხელმისაწვდომი. ფასთა პოლიტიკის გადახედვისა და გაიაფების მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, რომ შევინარჩუნოთ ნიშნულზე სადაც დღეს არის.

უწყვეტობას რაც შეეხება, ტურბულენტურ პერიოდში ბანკებსაც ვიცით, რომ თავიანთი რისკები გააჩნიათ და 100%-ით მათზე დამოკიდებულება შეიძლება პრობლემა იყოს, ამიტომ ჩვენი წინასწარი სტრატეგიაა - მზად ვიყოთ ხოლმე ამ ტიპის გამოწვევებისთვის. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დიდი ხანი აღარ გაგრძელდება და ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს მალე დავუბრუნდებით“, - განაცხადა იმედაშვილმა.

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, როგორც კონფერენცია „გრემოზე“ იმედაშვილმა განაცხადა, თბილისთან და ბათუმთან ერთად, უახლოეს პერიოდში კომპანია შინდისში, კერძო დასახლების შექმნას განიხილავს . კომპანიის ინტერესის სფეროა რუსთავი და ქუთაისიც.

„მეტროპოლი“ ორ ქალაქზეა კონცენტრირებული, ეს არის თბილისი და ბათუმი, თუმცა წელს ჩვენი სტრატეგია იქნება, რომ სააგარაკე კუთხით თბილისის შემოგარენში, კერძოდ შინდისში საცხოვრებელი სივრცე განვავითაროთ. 700-მდე მიწის ნაკვეთი იქნება წარმოდგენილი და დეტალურ გეგმას მოგვიანებით წარვადგენთ.

ჩვენ ამ ეტაპზე თბილისსა და ბათუმში ვოპერირებთ, თუმცა დიდია სამომავლო გეგმები და განვითარების მხრივ, პერსპექტიულ ქალაქებად რუსთავსა და ქუთაისსაც განვიხილავთ.“, - აღნიშნა იმედაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები