"საქართველო არის ევროპა", - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ევროპარლამენტარებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს პლატფორმა X-ზე.
"საქართველო არის ევროპა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი საქართველოში წარმატებას ვერ მიაღწევს. მადლობა, პრეზიდენტო", - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ზე.