მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა სიმსივნით დაავადებულებმა?

608aafd710f50
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 21:10
1149
ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) განცხადებით, ნებისმიერი პირი, ვინც დაავადებულია სიმსივნით ან უკვე განიკურნა, აუცილებლად უნდა მიიღონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მას შემდეგ, რაც ის მათთვის ხელმისაწვდომი გახდება.

როგორც ამერიკის კიბოს საზოგადოება წერს, ვაქცინის მიღებისას მთავარი საზრუნავი არა ვაქცინის უსაფრთხოება, არამედ მისი ეფექტიანობაა, განსაკუთრებით იმ პაციენტებთან მიმართებით, რომელთა იმუნური სისტემაც ქიმიო-თერაპიით და რადიაციით დასუსტებულია.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანია კოვიდ-ვაქცინა იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად უშუალოდ სხივური თერაპიის კურსს გადიან და მათი იმუნური სისტემა უკიდურესად დასუსტებულია, ამიტომ ასეთი პაციენტები აცრის ჩატარების შემდეგაც შესაძლებელია რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებად დარჩნენ.

ამერიკის კიბოს საზოგადოება ასევე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში სიმსივნით დაავადებულმა პაციენტებმა აქტიურად უნდა ჩართონ მკურნალი ექიმები და მათი უშუალო რეკომენდაციის საფუძველზე მიიღონ კოვიდ-ვაქცინა.

მათივე განცხადებით, კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ამ ეტაპზე შეუძლიათ გაიკეთონ ყველა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია აქვთ მოპოვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები