"თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, ძალიან მკაცრ გზავნილს, არამედ მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას, მაშინ სიტუაცია გაუარესდება“, - განაცხადა ედგარ რინკევიჩმა საერთაშორისო კონფერენციაზე – Riga StratCom Dialogue 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას.
ლატვიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე შექმნილი ვითარება EU-ს მკაფიო პასუხს მოითხოვს, რათა ამან საქართველოს მთავრობას მოსახლეობის პროტესტის გათვალისწინებისკენ უბიძგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეიძლება ხელი შეეშალოს.
რინკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.