მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - საქმის კურსი - 20.07.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
20.07.21 15:25
495
დღეს საქართველოში 2021 წლის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული - 2,616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქამდე მიმდინარე წლის ახალი შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 2,171 იყო, რაც 5 მაისს დაფიქსირდა. თუკი უფრო გრძელვადიან პერიოდს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების უფრო დიდი რაოდენობა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში, კერძოდ, 22 დეკემბერს დაფიქსირდა, რაც მაშინ 3,064-ს შეადგენდა. კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. მართალია, ბოლო 24 საათში რეკორდული რაოდენობის - 11,073 ადამიანი არის აცრილი, თუმცა 15 მარტის შემდგომ ქვეყანაში მხოლოდ 368,179 აცრაა ჩატარებული, ორჯერადად ვაქცინირებულია 113,895 ადამიანი, რაც მოსახლეობის 3.05%-ია. მიმდინარე ეპიდვითარებაზე საუბრით დაიწყო დღევანდელი მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. ღარიბაშვილმა მოქალაქეებს სთხოვა აიცრან და პანდემიასთან ბრძოლასი მთავრობას დაუდგნენ გვერდში. როგორ დავაჩქაროთ ვაქცინაციის ტემპი, რა მდგომარეობაა სამედიცინო სექტორში, გვექნება თუ არა კომერციული ვაქცინები?

სტუმარი: ნიკოლოზ გამყრელიძე - სამედიცინო კორპორაცია ევექსი; სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

საქმის კურსი - 20.07.2021_13:40 - გადაცემა სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები