მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა მოვნახოთ სხვა გზები, რითაც დავეხმარებით ამ ადამიანებს" - ზურაბიშვილი ფონდების დაყადაღებაზე

სალომე ზურაბიშვილი

ფონდების დაყადაღება არის ომი სოლიდარობასთან - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და შედეგად, დაყადაღდა 5 ფონდი.

"გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღე იღებს დეფექტი ხელისუფლება უდრის ომს საკუთარ ხალხთან. ასე შეიძლება შევაფასოთ გადაწყვეტილებები და ეს ეხება ყველა მიმართულებას. უკანასკნელი და ყველაზე საგანგაშო ეს არის ფონდების დაყადაღება. ეს არის ომი სოლიდარობასთან. ანუ ის, რაც დაიწყო და წარმოადგენს საზოგადოების გამოხატულ სოლიდარობას უდანაშაულოდ დაპატიმრებული, სამსახურიდან გაშვებული, ან დაჯარიმებული ადამიანების მიმართ. წარმოუდგენელია, ეს აქტი იყოს მტრობად მიჩნეული ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, მაგრამ ვშიშობ, ბოლო მოვლენების ფონზე, ჩვენს ყოფას ვეღარ შევაფასებთ ასე.

ეს გადაწყვეტილება, ძალიან მძიმე სოციალურ ფონს ქმნის საზოგადოების ამ ნაწილისთვის და და ვფიქრობ, უნდა მოვნახოთ სხვა გზები, რითაც დავეხმარებით ამ ადამიანებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ "ნანუკას ფონდი"-ს , ა(ა)იპ "ფროსფერითი"-ს, ა(ა)იპ "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, ა(ა)იპ "სირცხვილია"-ს და ა(ა)იპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშებს და მათზე არსებულ ფულადი სახსრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები