"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორუფცია ჭამს სახელმწიფოს და უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ, მასთან საბძოლველად პრინციპული მიდგომაა საჭირო. მან ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები კორუფციის მიმართ. თუ სადმე არის ეჭვი კორუფციასთან მიმართებით, სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს ძალიან პრინციპული პოზიცია, იმიტომ, რომ კორუფცია ჭამს სახელმწიფოს და უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად უკომპრომისოები და შეურიგებლები კორუფციის მიმართ რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ეს გამოძიების საქმეა“, - განაცხადა კობახიძემ.




























