მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდათ შავი ფული შემოიტანონ" - კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე აღიარებას უწოდებს მარტა კოსის განცხადებას და ამბობს, რომ ისინი ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად.

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს თუ როგორ დაეხმაროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას.

ამ განცხადებას "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და რევოლუციის მცდელობებზე ისაუბრა.

“ჩვენ ვიცით, რას ხმარდებოდა ეს ფული, წინა ადმინისტრაციის პირობებში - ამერიკული ფული და წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის პირობებში ეს ფული რას ხმარდება. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ, ამ NGO-ების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ტერმინი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არ არსებობს სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოება. ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ აბსურდული ტერმინით ცდილობ, ფონს გახვიდე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს მანკიერი განზრახვა სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი აღიარებაა ეს ყველაფერი, რომ მათ უნდათ, კიდევ ერთხელ სცადონ აქ არეულობის მოწყობა, ამისათვის უნდათ შავი ფული შემოიტანონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას, როგორც ამას ვაკეთებდით წარმატებით წარსულში, ასევე გავაკეთებთ წარმატებით მომავალშიც,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები