UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წელს "წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" იქნება.
ამ ტიტულის მინიჭებით, 2021 წლის 23 აპრილიდან ანუ წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღიდან, თბილისში UNESCO-ს ეგიდით არაერთი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდება.
UNESCO-მ შესაბამისი გადაწყვეტილება მრჩეველთა კომისიის რეკომენდაციით მიიღო, რომელიც შვეიცარიაში ივნისში შეიკრიბა.
სხვადასხვა დროს, წიგნის მსოფლიო დედაქალაქად ისეთი ქალაქები იყო დასახელებული, როგორებიცაა: მადრიდი, ნიუ დელი, ტურინი, ბუენოს აირესი, ათენი და ა.შ.
თბილისის, როგორც მსოფლიო წიგნის დედაქალაქის, მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა იქნება.